გივი თარგამაძემ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

მას 7-თვიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

გივი თარგამაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.  

ის 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. გივი თარგამაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ მივიდა, რაც მის მიმართ სასამართლომ პატიმრობის განაჩენი გამოაცხადა.