ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს. 

ინფორმაციას ადვოკატი ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მისთვის უცნობია რას ედავებიან ღუდუშაურს. 

დიმიტრი მჭედლიშვილი ილია ღუდუშაურის მონახულებას წინასწარი დაკავების იზოლატორში დღეს აპირებს.

ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის მოადგილე 2022 წელს იყო.