სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ სკოლებთან და სავაჭრო ცენტრებთან დაკავშირებით გავრცელებულ მუქარებზე შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

21 აპრილის საღამოს რუსულენოვან ახლად შექმნილ ტელეგრამ არხზე გავრცელდა მუქარის შემცველი შეტყობინებები, რომ ხვალ თბილისის კონკრეტულ სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში ტერაქტებს გეგმავდნენ. მოგვიანებით, ეს არხი დაიხურა.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სკოლა უკვე შეამოწმეს და ჯერჯერობით, ვერაფერი იპოვეს.