დავდგეთ ერთად, რომ უსამართლობის გამო თქვენც, ჩვენსავით სასწრაფოს გამოძახება არ დაგჭირდეთ სასაფლაოზე! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე წერს.

"წუხანდელი ვიდეოსთვის ბოდიშს გიხდით ყველას. ვიცი, ემოციურად ძალიან გტვირთავთ, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევაჩერეთ...

მადლობა, რომ ბრძოლაში მეხმარებით! თქვენი თითოეული ლაიქი და კომენტარი მაძლიერებს და მტრის მოგერიებაშიც მეხმარება.....

მძიმედ, მაგრამ გადავიტანეთ წუხანდელი ღამეც.....

ვიდეო მეც გადმომცეს საქმის მასალებთან ერთად, მაგრამ მეშინია მარტო ნახვის......

ძმები მოვლენ კვირას და ერთად ვნახავთ ყველა....

მძიმე დღეები მაქვს.... ძნელია, როგორც სიუჟეტს, ისე რომ კითხულობ, როგორ კლავენ შენს შვილს და თითქოს აქ გინდა შეაჩერო ეს მკვლელობა.... მაგრამ მერე უცებ გადააწყდები ფურცელს, სადაც შენი, ზრუნვაში გაზრდილი შვილიკო დანომრილი გვამია....

ვერ გამტეხავენ!

არ დავნებდები!

ამ ვიდეოს გავრცელება უნდოდა დემეტრე ჩიქოვანის დედას! და თქვენ, ვინც ამაში ეხმარებოდით, მისი კრიმინალი შვილების ცხოვრება გაასაჯაროოთ, ის სჯობს! კრიმინალურ ბანდას გამოააშკარავებთ და სხვის გიგას გადაარჩენთ!
მასალების შეგროვება თუ გაგიჭირდეთ, მე ბევრი რამ ვიცი კრიმინალ დემეტრე და გიორგი ჩიქოვანებზე, მოდით, დაგეხმარებით! ჩვენებაში რა ჩააწერინა, ის კი არ არის სიმართლე, სიმართლე ისაა, რომ ძმებმა ჩიქოვანებმა წააქეზეს და დააგეგმინეს სისხლს მოწყურებულ ალექსანდრე გაბაშვილს, ჩემი წესიერი შვილიკოს მკვლელობა.

გიორგი რიკაძის და ალექსანდრე გაბაშვილის ცხოვრებაზეც გააკეთეთ სიუჟეტი, აჩვენეთ ხალხს რა ბანდაა დიდ დიღომში, ამით უფრო აიწევთ რეიტინგს!!!

მადლობა ყველას, ვინც ერთი კომენტარით მაინც იცავთ ჩემს ოჯახს! მადლობა ერთსულოვნებისთვის! მადლობა ერთგულებისთვის!

დავდგეთ ერთად, რომ უსამართლობის გამო თქვენც, ჩვენსავით სასწრაფოს გამოძახება არ დაგჭირდეთ სასაფლაოზე!" - წერს გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.