ლოს-ანჯელესში ემიგრანტებმა მსვლელობა მოაწყვეს და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას შეახსენეს, რომ რუსული კანონი ევროპისკენ მიმავალი საქართველოს არჩევანი არ არის. საპროტესტო აქცია გამართეს ბოსტონში მცხოვრებმა ქართველებმაც.

ემიგრანტებმა რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გამართეს ბერლინშიც, საქართველოს საელჩოსთან.

მათი თქმით, ხელისუფლება ჯერჯერობით უკან არ იხევს, ამიტომ, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა ყველას ვალია.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და რუსული კანონი იქნება უკან წაღებული", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.