13 თებერვალს, 12:00 საათზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები სახელმწიფო კანცელარიაში მივლენ და განცხადებებზე პასუხს მოითხოვენ.

ისინი მხარდამჭერებს შეერთებისკენ მოუწოდებენ.

"დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უმძიმესი დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და სიკვდილს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია. მოვითხოვთ აუცილებელ დახმარებას სახელმწიფოსგან ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად", - აცხადებენ მშობლები.