თბილისში, სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია გრძელდება. ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის ტერიტორიიდან მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ "ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ, საიდანაც კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.

აქცია დაანონსებული არ იყო.