ნიკა კვეკვესკირი, რომელმაც გამარჯვების გოლი გაიტანა, აფხაზეთიდანაა.  ის ზუგდიდში გაიზარდა, პირველი საფეხბურთო კარიერა კი "ბაიაში" დაიწყო. ნიკას მშობლები და და ახლაც ზუგდიდში ცხოვრობენ. ნანა გერგაია და კობა კვეკვესკირი საჯარო მოხელეები არიან.  ნიკას და ნინო კვეკვესკირი კი ცნობილი ფოტოგრაფია.

ნიკა კვეკვესკირმა გუშინ რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს სკანდირებით „აფხაზეთი საქართველოა“ მიმართა.

ის ჯერ კიდევ ბავშვობაში 2007 წელს მიცემულ ინტერვიუში ამბობდა, რომ ყველა გატანილ გოლს აფხაზეთს უძღვნიდა.

“თუ კარგად ვითამაშე, ვარიანტი არ არის, ჩემს გულში ჩუმად არ ვთქვა – შენთვის, ჩემო აფხაზეთო", - ამბობს 2007 წლის ინტერვიუში კვეკვესკირი.