თენგო ჭანია კორცხელში გავიცანი, მუშტით რომ ვიცავდით ერთმანეთს, იშვიათი მეომარი იყო და მეგობრებისთვის იშვიათი მეგობარი - ყოველთვის ვგრძნობდი მის მხარდაჭერას, სადაც არ უნდა ყოფილიყო, - ამის შესახებ ნიკა მელია წერს.

"თენგო იბრძოდა აფხაზეთში და იბრძოდა აზოვში, ახლაც ავდეევკაში ისეთ სიღრმეში იყო შესული, არავინ იცის გამოიყვანენ თუ ვერა; იბრძოდა საქართველოსთვის, იბრძოდა თავისუფლებისთვის.

ვიზიარებ მისი ოჯახის, მისი ტყუპისცალი ძმის და მთელი საქართველოს მწუხარებას, დიდი მებრძოლი დავკარგეთ და დიდი ბრძოლა გვაქვს მისი სახელით გასაგრძელებელი", - წერს მელია.