10:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება, პროცესს დაესწრება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.

საკონტაქტო პირი: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

11:00 საათზე - "ძლიერი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრების ნიკა ჩერქეზიშვილის და გულიკო ზუმბაძის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: "კალაძის შეუსრულებელი დაპირება - ვარკეთილის მეტრო, რომელიც წლებია ვერ გარემონტდა".

მის: ვარკეთილის მეტრო.

საკონტაქტო პირი: გიგლა თუმანიშვილი - 577 11 80 81

 

12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძის და კიდევ 9 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში "თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება.

 

14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის ნიკა კაციას სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

15:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულში ბრალდებულ თეოდორე აბრამოვის სასამართლო პროცესი გაიმართება.