10:30 საათზე - პარლამენტში კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

10:30 საათზე - "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა“ და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, თბილისში ინგლისური სამართლის ფორუმი გაიმართება.

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მაიკლ კლეიტონი და აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ანარ ბაგიროვი, ასევე, მოსამართლეები და ადვოკატები დიდი ბრიტანეთიდან.

მისამართი: თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N1

საკონტაქტო პირი: ქეთევან სულხანიშვილი - 555 45 10 01

 

11:00 საათზე - თედო რეხვიაშვილის სოლო გამოფენის "მეხსიერება, ძალაუფლება და ცდუნებები“ დასათვალიერებლად, საგანგებო ტურს ჟურნალისტებს თავად არტისტი თედო რეხვიაშვილი და გამოფენის კურატორი ხათუნა ხაბულიანი ჩაუტარებენ.

მისამართი: აბრეშუმის ფაბრიკა, კოსტავას 59

საკონტაქტო ნომერი: 599 90 07 04

 

11:45 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

 

12:00 საათზე - პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

 

14:00 საათზე - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოში თურქმენეთის საელჩოს ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში თურქმენეთის დიდი პოეტისა და ფილოსოფოსის მახტუმკული ფრაგის 300 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება.

მისამართი: რუსთაველის გამზირი 52; მე-3 სართულის დარბაზი.

 

18:00 საათზე - მხატვართა კავშირის გალერეა "ოპიზარში“, თბილისში მცხოვრები, ბავშვთა სახელოვნებო განათლების სფეროს პედაგოგ-მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

მისამართი: კალისტრატე ქუთათელაძის #6 (საქართველოს მხატვართა კავშირი. მისასვლელი ყაზბეგის გამზირიდან, დელისის მეტროს მიმდებარე ტერიტორია)

საკონტაქტო პირი: ანა ალავერდაშვილი: 599772148