10:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის გელა ხასაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
10:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის გელა ხასაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
12:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და მასთან ერთად მსჯავრდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.
1766525066
მისივე თქმით, ლიბიის არმიის მეთაურის კერძო თვითმფრინავი ანკარას აეროპორტიდან ადგილობრივი დროის 08:10 საათზე აფრინდა, კავშირი კი 08:52 საათზე შეწყდა.როგორც მან აღნიშნა, თვითმფრინავმა საგანგებო დაშვების შესახებ განაცხადა, თუმცა ამის შემდეგ მასთან კონტაქტი აღარ აღდგენილა.ბორტზე ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი.იერლიკაიამ მოგვიანებით განაცხადა, რომ კერძო თვითმფრინავის ნამსხვრევები იპოვეს.ლიბიის პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი დაიღუპა.ლიბიის არმიის გენერალი მოჰამედ ალი აჰმედ ალ-ჰადადი დღეს ანკარაში იმყოფებოდა, როგორც თურქეთის გენერალური შტაბის უფროსის ოფიციალური სტუმარი. დღესვე თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი მიიღო.მოჰამედ ალი აჰმედ ელ-ჰადადი ლიბიის გენერალური შტაბის უფროსი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის მთავარ ფიგურად ითვლება. ის ლიბიაში მიმდინარე პოლიტიკური და ინსტიტუციური განხეთქილების ფონზე სამხედრო სტრუქტურების კოორდინაციაშია ჩართული. საერთაშორისო დონეზე, ელ-ჰადადი რეგულარულად მონაწილეობდა მოლაპარაკებებსა და ოფიციალურ კონტაქტებში უცხოელ პარტნიორებთან, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის, პერსონალის მომზადებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხების განხილვებში.
1766524085
მან აღნიშნა, რომ მოისმინა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის რუსტემ უმეროვის და გენერალური შტაბის უფროსის ანდრეი გნატოვის დღევანდელი ანგარიში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ."ჩვენ მუდმივ კონტაქტში ვართ ამერიკასთან და მოუთმენლად ველით შემდგომ მუშაობას. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ამერიკას სურს საბოლოო შეთანხმების მიღწევა და ჩვენ სრულად ვთანამშრომლობთ. უკრაინა არასდროს ყოფილა და არც იქნება მშვიდობისთვის დაბრკოლება“, - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, უკრაინა აქტიურად მუშაობს დოკუმენტებზე და უზრუნველყოფს, რომ ისინი „რეალისტური“ იყოს."მთავარია, რომ რუსეთმა არ ჩაშალოს ეს დიპლომატია და 100%-ით სერიოზულად იყოს განწყობილი ომის დასრულების საკითხში. თუ არა, რუსეთზე დამატებითი ზეწოლა უნდა მოხდეს. მსოფლიოს აქვს ყველა ინსტრუმენტი იმის უზრუნველსაყოფად, რომ ზეწოლამ იმუშაოს და მშვიდობა დამყარდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1766519343
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე.გუშინ, 2025 წლის 22 დეკემბერს, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეეთავაზათ თბილისის პროკურორთან შეხვედრა. თბილისის პროკურატურაში შეხვედრაზე მისულ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, პროკურატურის შინაგანაწესის თანახმად, ტელეფონების სპეციალურ შესანახ კარადაში განთავსება ეთხოვათ, რაზეც მათ უარი განაცხადეს, იმ მოტივით, რომ პროკურატურას შესანახად ვერ ანდობდნენ მობილურ ტელეფონებს და მოითხოვეს შეხვედრაზე ტელეფონებით შესულიყვნენ. როგორც წესი, პროკურატურის შენობაში მობილური ტელეფონებით მოქალაქეები არ დაიშვებიან. მიუხედავად ამისა, აღნიშნულის შემდეგ, გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს შესთავაზეს შეხვედრაზე მობილური ტელეფონით დასწრება, თუმცა ოჯახმა შეხვედრაზე უარი განაცხადა.მოგვიანებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართული აქციის მიმდინარეობისას, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, მათ უფლებადამცველებთან ერთად, შესთავაზეს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ამ შემთხვევაში საკომუნიკაციო საშუალებებით შეხვედრაზე დასწრების შესახებ შეზღუდვა საერთოდ არ ყოფილა, რათა ეს არ გამხდარიყო მორიგ ჯერზე შეხვედრაზე უარის თქმის საბაბი. აღნიშნული შეხვედრა ოჯახის გადაწყვეტილებით მაინც არ შედგა.ასევე, განვმარტავთ, რომ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი გაეცნო საერთო ჯამში 7-ჯერ - 2025 წლის 23, 25 და 28 ოქტომბერს, ასევე 11, 16, 17 და 19 ნოემბერს, რაც მას ყველა ჯერზე დადასტურებული აქვს საკუთარი ხელმოწერით. 2025 წლის 7 ნოემბერს ოჯახის ადვოკატმა ითხოვა საქმის მასალის ასლების გადაცემა, რაზეც მას პროკურორის დადგენილებით უარი ეთქვა საქმის მასალების გახმაურების საშიშროების, შესაბამისად გამოძიების ინტერესების დაცვის მოტივით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით. აღნიშნული დადგენილება ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრდა 19 ნოემბერს და ვინაიდან 18 ნოემბერს საქმე უკვე სასამართლოში იყო წარმართული, საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას საქმის მასალების გადაცემის შესახებ, ვინაიდან საქმე ამ დროს უკვე სასამართლოში იყო გადაგზავნილი.ამის შემდეგ ოჯახის ადვოკატმა საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის თხოვნა და რადგან სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები, მოითხოვა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაეწერა ხელწერილი საქმის მასალების გაუთქმელობის შესახებ, რაზეც ამ დრომდე რეაგირება და უკუკავშირი სასამართლოსთან არ მომხდარა. სასამართლოსთან შესაბამისი უკუკავშირის შემთხვევაში, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება საქმის მასალების გადაცემის შესახებ.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული და ბრალდებულია ოთხი არასრულწლოვანი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.საქართველოს პროკურატურა კვლავ გამოთქვამს მზაობას, ნებისმიერ დროს შეხვდეს დაზარალებულ მხარეს და დეტალურად განუმარტოს თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ, ასევე მტკიცებულებების და სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას მოახდინოს სხვა პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა.აქვე განვმარტავთ, რომ როგორც დაზარალებული მხარის ინტერესებიდან, ასევე არასრულწლოვან პირთა საქმის გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე პროკურატურა ამ დრომდე თავს იკავებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრისგან“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
1766519254
კუროსაყოფაცხოვრებო თემები და შოუბიზნესის ჭორები არ გაინტერესებთ, თუმცა ინტელექტუალი თანამოსაუბრეს პოვნა ადვილი არაა. ასეთი საუბარი კუროსთვის სუფთა ჰაერივით აუცილებელია, თუმცა სავარაუდოდ, იქ არ ეძებთ, სადაც საჭიროა.ტყუპებიდისკუსიების მოყვარული არ ხართ, მაგრამ ამ დღეს შეიძლება გამონაკლისი დაუშვათ. ამასთან, რაც უფრო მწვავეა დისკუსია, მით უკეთესი! საკუთარ ინტელექტუალურ უპირატესობაში იმდენად დარწმუნებული ხართ, რომ ამის დემონსტრირებას არ ერიდებით.კირჩხიბიგამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს საკუთარი აზრების ლაბირინთში დაიკარგოთ. ეცადეთ, ცხოვრება არ გაირთულოთ და უფრო მეტი მეტი იმხიარულოთ. ესტუმრეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავს, დაგეგმეთ მეგობრების შეხვედრა ან კინოში წადით. გაუგზავნეთ სამყაროს პოზიტივი და მისგანაც იმავეს მიიღებთ.ლომიყურადღებით დააკვირდით და მოუსმინეთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება და შეიძლება მნიშვნელოვანი სიახლე შეიტყოთ. ეს ყველაფერი სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ - ისწავლეთ, უსმინეთ, დაიმახსოვრეთ.ქალწულითუ გარშემო მყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, ეს მხოლოდ ინტელექტით უნდა მოახერხოთ. სულ ერთია, ვინაა თანამოსაუბრე: უფროსი, საყვარელი ადამიანი თუ შემთხვევითი თანამგზავრი, თქვენს გონიერებას ყველა ღირსეულად შეაფასებს.სასწორიგადაწყვიტეთ, რომ მოახლოებული დღესასწაულის წინ ოჯახის წევრებთან ერთად სახლის საფუძვლიან დალაგებას და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას შეუდგეთ. რა თქმა უნდა, ყველაფერს თავად ხელმძღვანელობთ. ახლა მთავარია, რომ გეგმა არ გააფართოოთ და დიდი რემონტი არ წამოიწყოთ.მორიელიამ დღეს მთელ ენერგიას ისეთ თემებზე საუბარში დახარჯავთ, როგორიცაა ადამიანის ფსიქიკა, სულიერი განვითარება, სამყაროს საიდუმლოები და ა.შ. სავარაუდოდ, გაიცნობთ ადამიანებს, რომლებთანაც ამ თემებზე საუბარი უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ. მთავარია, ღრუბლებში ფრენის დროს ფეხქვეშ მიწა არ დაკარგოთ.მშვილდოსანიმშვილდოსანში ფინანსისტი გაიღვიძებს! თუ ამ დღეს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფიქრს დაუთმობთ, შესანიშნავ გეგმას შეიმუშავებთ, რომელიც ფულის გამომუშავებაში დაგეხმარებათ.თხის რქაცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის ურთიერთობებში, ლოგიკას ეყრდნობით და არა გრძნობებს. ახლობელი ადამიანებს გრძნობების შესახებ პირდაპირ ეკითხებით. თავადაც არასოდეს უმალავთ საკუთარ აზრებს და განზრახვებს გარშემომყოფებს. ამ დღეს ასეთი ქცევა საყოველთაო სიყვარულს მოგიტანთ.მერწყულიამ დღეს თავს ჭანჭიკად გრძნობთ ვიღაცის მექანიზმში – მთავარია, რომ ამ მექანიზმმა კარგად იმუშაოს და არ დაიჟანგოს. სხვისი ხელმძღვანელობით მუშაობა შესანიშნავად გამოგდით მხოლოდ მაშინ, როიცა ზუსტად იცით რას აკეთებთ, რატომ და რა როლი გაქვთ პროცესში.თევზებიგახსოვდეთ, რომ ღრმა ურთიერთობებისთვის მხოლოდ სიმპათია საკმარისი არ არის, საერთო თემებისა და ინტერესების პოვნაა საჭირო. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თქვენთვის საინტერესო პერსონასთან ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადაიყვანოთ
1766517209
"მე რომ პარლამენტში, მაღალი ტრიბუნიდან ვამხელდი (ლილუაშვილს) ქოლცენტრების მფარველობაში, კოლექტიური კობახიძე-ვოლსკები ამბობდნენ, რომ ხაბეიშვილი არის პროვოკატორი. კონკრეტულ მისამართზე, მედიასთან ერთად მივდიოდი, სადაც ქოლცენტრი იყო განთავსებული, მაშინაც მე და თქვენ (მედია) ვიყავით პროვოკატორები. ახლა, როცა შიგნით დაჭამეს ერთმანეთი, თურმე მართალი ვყოფილვარ. ბაღებზე, კალაძეზე, გვანცელაძეზე, არაერთი გამოძიება მაქვს წარმოებული და გამოქვეყნებული, მაშინაც პროვოკატორი ვიყავი, აქაც მართალი ვყოფილვარ", - წერს ლევან ხაბეიშვილი წერილში, რომელიც ციხიდან მისმა ადვოკატმა გამოიტანა.სუსის ყოფილი უფროსი დღეს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
1766506338
მისივე თქმით, სივერსკის რაიონში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება, რუსებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ ტექნიკისა და ცოცხალი ძალის მხრივ, ისინი მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, შეტევას აგრძელებენ."ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლისა და ჩვენი დანაყოფების საბრძოლო შესაძლებლობების შესანარჩუნებლად, უკრაინელმა დამცველებმა დასახლებიდან უკან დაიხიეს. უკრაინის თავდაცვის ძალებმა სივერსკისთვის ბრძოლის დროს მტერი გამოფიტეს; ქალაქის ყოველი მეტრი მტერს მაღალი ფასი დაუჯდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.გენერალურმა შტაბმა განმარტა, რომ მტერი დაწინაურდა ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი უპირატესობის და მცირე თავდასხმის ჯგუფების მუდმივი ზეწოლის წყალობით რთული ამინდის პირობებში."ქალაქი ჩვენი ჯარების ცეცხლის კონტროლის ქვეშ რჩება. ქალაქში მყოფი ოკუპანტები დამარცხდებიან და მათი ლოგისტიკა წყდება. მტრის დანაყოფები ბლოკირებულია მათი შემდგომი წინსვლის თავიდან ასაცილებლად“, - აცხადებენ გენშტაბში.მისივე ცნობით, უკრაინელი დამცველები აგრძელებენ საბრძოლო მისიების შესრულებას სლავიანსკის მიმართულებით.
1766502294
"გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 23 დეკემბერს, ბრალდებულმა ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა 1960 წელს დაბადებულ ა.ქ. ხოლო, მის მეუღლეს - 1963 წელს დაბადებულ გ.დ.-ს თავის არეში დაზიანება მიაყენა. დაშავებული გ.დ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული.სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 16-დან 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.
1766501939
მისი თქმით, ლილუაშვილის დაჭერით ივანიშვილი უგზავნის " მესიჯ" ს რუსებსაც და ამერიკელებსაც. "აი, ერთად აღმოვჩნდით ციხეში მომწამლავიც და მოწამლულიც, მალე საკანში მოწამვლის შემკვეთმა უნდა ჩამანაცვლოს და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება (დაჯდება).უფრო სერიოზულად კი ლილუაშვილის დაჭერით ივანიშვილი უგზავნის მესიჯს ორივეს, რუსებსაც და ამერიკელებსაც. საქმე იმაშია, რომ ლილუაშვილი იყო მთავარი კონტაქტ პერსონა ФСБ-ს პოსტსაბჭოთა სივრცის კურატორთან, გენერალ ბესედასთან, რომელიც სწორედ მან ჩამოიყვანა მცხეთაში საქეიფოდ. სწორედ ლილუაშვილს მისცეს რუსებმა ჩემი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია 2021 წელს.ასევე ლილუაშვილი ასრულებდა ამერიკელების ცალკეულ დავალებებს ირანელებთან და ისლამისტებთან მიმართებაში (ამიტომაც არ დასანქცირდა).ახლა ივანიშვილი აჩვენებს რუსებს და ამერიკელებს, რომ სწორედ ის აკონტროლებს ქვეყანაში მდგომარეობას და ნებისმიერი მცდელობა მის ზურგს უკან რამის კეთების და ოლიგარქის ძირგამოთხრის, მის მიერ წინააღმდეგობას წააწყდება.რუსები თავის მხრივ უკმაყოფილო არიან ივანიშვილით იმის გამო, რომ ბოლომდე არ უსრულებს მიცემულ დაპირებებს და ასევე იმიტომ, რომ ვერ ჩაახშო პროტესტი ბოლომდე", - წერს მიხეილ სააკაშვილი. სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.
NYT - უკრაინა ნატოში გაწევრიანების მიზანსა და დონბასის დათმობაზე უარს აცხადებს
1765655577
საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა
1765651447
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები დღეს სახელმწიფო კანცელარიასთან აქციას გამართავენ
1766122063
შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
1765456486
11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1765396002