11:00 საათზე - არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით მიმართავენ, რითაც ითხოვენ მიაწოდოს ინფორმაცია, რატომ არ აძლევს უფლებას, უკრაინის სახალხო დამცველს მოინახულოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

მისამართი: ორთაჭალა ქ.გორგასლის 24

საკონტაქტო პირი: მანანა ანდღულაძე - 599024323

11:00 საათზე - რუსთავის საქალაქო სასამართლოში აითაჯ შახმაროვას საქმეზე დაკავებული დედისა და ბიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

 

11:00 საათზე - სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ვეტერინარიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, კონფერენცია თემაზე "ვეტერინარი - ერთიანი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი რგოლი" გაიმართება. 

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი #13

 

11:00 საათზე - "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართება.

მისამართი: ზუგდიდი, დავით ჯანაშიას 12, ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ცენტრი

 

11:30 საათზე - კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise, პოლიტიკის დოკუმენტის პრეზენტაციას და საჯარო დისკუსიას თემაზე - "საქართველოს პროკურატურის ინსტიტუციური რეფორმა: დეცენტრალიზაცია სისტემური მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულებისთვის“ გამართავს. დოკუმენტს წარადგენენ Gnomon Wise-ის მკვლევრები, დავით ზედელაშვილი და თამარ ქეცბაია.

მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი #1 (სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერია“)

საკონტაქტო პირი: გვანცა ნიკურაძე - 558 091 030

 

12:00 საათზე - პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221(C კორპუსი, II სართული)

 

13:00 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

 

13:00 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში "ეროვნული სატყეო სააგენტოს" უფროსის მოადგილის, დავით დამენიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: "გამკაცრებული კონტროლი ბზის მოჭრაზე - გამოვლინდა, თუ არა ბზის უკანონო მოპოვების ფაქტები, რა სახის სანქციებია დაწესებული დარღვევებზე. რა შემთხვევაშია დასაშვები ბზის რეალიზაცია. მიმართვა მოქალაქეებს".

მისამართი: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24

 

16:00 საათზე - თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

მისამართი: თავისუფლების N2

 

17:00 საათზე - ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტთან გაიმართება საერთო საზოგადოებრივი განხილვა - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“. განხილვას დაესწრებიან საზოგადოების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამარჯვების კოალიციის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ირაკლი გაბისონია 555 602 634

 

19:00 საათზე - ბათუმში შოთა რუსთაველის უნივერსიტეტიდან მსვლელობა - „კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოების წარმომადგენლები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ასევე, გამარჯვების კოალიციის ფარგლებში მსვლელობას შეუერთდებიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08, ირაკლი გაბისონია 555 602 634