ვერძი

ძალიან პერსპექტიული წინადადების შემოთავაზებაა მოსალოდნელი, რომელიც არა მარტო სასიკეთოდ აისახება თქვენს კეთილდღეობაზე, თუ მატერიალურ მდგომარეობაზე, არამედ კარიერაზეც.

კურო

დღეს, გაუმართლებელია ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, იმოქმედეთ მეტი გონიერებით, რათა არ აღმოჩნდეთ უხერხულ მდგომარეობაში, ან უსიამოვნო სიტუაციაში. აკონტროლეთ განწყობა და ემოციები.

ტყუპები

შეეცადეთ, მოულოდნელ ვითარებაში, განზე გადგეთ და მაყურებლის როლში ადევნოთ თვალი მოვლენებს, არ ჩაერიოთ, არ მიიღოთ მონაწილეობა არანაირ გარჩევასა და დაპირისპირებაში.

კირჩხიბი

ახალ-ახალი იდეები ერთ ადგილას გაჩერების საშუალებას არ მოგცემთ, სავარაუდოდ, საჭირო იქნება, მოიძიოთ თანამოაზრეები მეგობრებში, ან ისეთი ადამიანი, ვინც დაინტერესდება თქვენი პროექტით და მხარში ამოგიდგებათ.

ლომი

აკეთეთ თქვენთვის საინტერესო საქმეები, დაზოგეთ დრო და ძალები, არ ხართ ვალდებული, საკუთარ თავზე აიღოთ სხვათა პრობლემების გარკვევა და მოგვარება.

ქალწული

სასურველია, იზრუნოთ პროფესიული ცოდნის გაღრმავებაზე, საუკეთესო აზრია, შეისწავლოთ და დანერგოთ პრაქტიკაში სიახლეები, ამით მეტად აიმაღლებთ ავტორიტეტს.

სასწორი

ყურადღება მიაქციეთ, თუ რას ლაპარაკობენ გარშემომყოფები, შესაძლოა, ცრუ ინფორმაციაც ვრცელდებოდეს, თუ ნამდვილად ასეა, შეგიძლიათ, თავად გაავრცელოთ საკუთარ თავზე სასურველი ინფორმაცია.

მორიელი

შესაძებლობა გექნებათ, გაბედულად დაიწყოთ თქვენი პროექტის განხორციელება. დღეს, თქვენში ლიდერის თვისებები გაბრწყინდება და ირგვლივ მყოფებიც სათანადოდ დააფასებენ ამას.

მშვილდოსანი

სიფრთხილე გამოიჩინეთ ნათქვამი სიტყვების მიმართ და თავდაჭერილად გამოხატეთ უკმაყოფილება. შესაძლოა, თქვენი არაკორექტული გამოთქმა, დიდი სკანდალის საფუძველი გახდეს.

თხის რქა

პირად საკითხებში, ელოდეთ წარმატებას, ნუ მოუსმენთ ნურავის, ენდეთ საკუთარ თავს, დღეს, იღბალი თქვენს მხარესაა და გამოიყენეთ ეს შანსი.

მერწყული

სასურველია, იმოქმედოთ არაორდინარულად, გააკეთეთ რაიმე ისე, რაც თქვენთვის არაა დამახასიათებელი, მოულოდნელობა, ყველა სიტუაციაში, ძლიერი იარაღია.

თევზები

დღეს, იოლად შეძლებთ, აღაფრთოვანოთ გარშემომყოფები და განსაკუთრებით საყვარელი ადამიანი. სასიამოვნო დღე და ემოციები გელით.