თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმას გმობს.

"მკაცრად ვგმობ თეირანში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, რომლის შედეგადაც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი დაიღუპა. თანაგრძნობას ვუცხადებ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებსა და დებს, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. თურქეთი მეგობარი და მოძმე აზერბაიჯანის გვერდით დგას“, – წერს ერდოღანი.

ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.