დღეს დილით ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელმა დაცვის უფროსი მოკლა და კიდევ ორი ​​მცველი დაჭრა.

ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მისივე ცნობით, დაჭრილების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაკავებულის შესახებ. თავდასხმის მოტივი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.