რუსეთთან ომში უკრაინას აქვს შანსი აიღოს ინიციატივა, მაგრამ ამისთვის შეერთებულმა შტატებმა უკრაინელ სამხედროებს საჭირო იარაღი უნდა მიაწოდოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დღეს უკრაინას შორი მოქმედების იარაღი და საჰაერო თავდაცვის სისტემები სჭირდება.

უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის კონგრესი დაამტკიცებს ახალი თანხების გამოყოფას უკრაინის დასახმარებლად, ამერიკის ადმინისტრაცია სწრაფად გაუგზავნის უკრაინის არმიას იარაღს და აღჭურვილობას, რომელიც სასწრაფოდ არის საჭირო ფრონტზე.

"ახლა ჩვენ გვაქვს სიტუაციის სტაბილიზაციისა და ინიციატივის ხელში ჩაგდების შანსი, ამიტომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ეს იარაღი“, - აღნიშნა მან.