NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის, - ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თანახმად, მოკავშირეები ჯერ კიდევ მსჯელობენ სტოლტენბერგის წინადადებაზე და კონტრიბუციის განაწილების მექანიზმებზე, კონკრეტულად, შედიოდეს თუ არა ეს თანხა უკრაინის ორმხრივ დახმარებას მთლიანობაში. წყაროების თანახმად, წინადადება სავარაუდოდ შეიცვლება მანამ, სანამ მოკავშირეები შეთანხმებას მიაღწევენ.

NATO-მ პაკეტის ნაწილად, ასევე შეიძლება თავის თავზე აიღოს უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის ("რამშტაინის" ფორმატი) ოპერატიული ვალდებულებები, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს და რომელიც კიევისთვის იარაღის მიწოდებების კოორდინაციას ახდენს.