ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 203 310 (+1 240) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 27.12.25-მდე: ტანკები – 11 464 (+5), ჯავშანტექნიკა – 23 823 (+19), საარტილერიო სისტემები – 35 542 (+33) , მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 579 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 264 (+0), თვითმფრინავები – 434 (+0), ვერტმფრენები – 347 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 95 539 (+205), ფრთოსანი რაკეტები – 4 107 (+0).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 71 612 (+158), სპეციალური ტექნიკა – 4 029 (+0).