უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 454420 (+770) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 15.04.24-მდე: ტანკები - 7180 (+6), ჯავშანტექნიკა - 13796 (+31), საარტილერიო სისტემები - 11593 (+41), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1046 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 758 (+2), თვითმფრინავები - 347 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 9266 (+31), ფრთოსანი რაკეტები - 2092 (+3).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 15510 (+51), სპეციალური ტექნიკა - 1908 (+3).