უკრაინელმა დამცველებმა 100 დღეში დნეპროპეტროვსკის ოლქის ხუთი სოფლის დეოკუპაცია მოახდინეს. ოპერაციის ძირითადი ნაწილი შემოდგომაზე შედგა, - ინფორმაციას 225-ე ცალკეული თავდასხმის პოლკი ავრცელებს.

"დნეპროპეტროვსკის რეგიონში ხუთი სოფელი გათავისუფლდა. დასახლებების გათავისუფლების ოპერაცია 2025 წლის შემოდგომაზე 100 დღეზე მეტხანს გაგრძელდა, მე-20 არმიის კორპუსის მებრძოლების მხარდაჭერით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯარისკაცების მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ საუბარია შემდეგ სოფლებზე - ორესტოპოლი; სოსნოვკა;
ხოროშე; ვორონოე; ნოვოსელოვკა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბატალიონის ჯარისკაცები პოზიციებზე რჩებოდნენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და აწარმოებდნენ კონტრშეტევებს. ეს უნიკალური შემთხვევაა, როდესაც დანაყოფმა 100 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში შეინარჩუნა პოზიციები და წინ წაიწია.

ოპერაციაში მონაწილე ყველა დამცველი სახელმწიფო ჯილდოებზეა წარდგენილი.