უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 453 650 (+890) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 14.04.24-მდე: ტანკები - 7174 (+5), ჯავშანტექნიკა - 13 765 (+20), საარტილერიო სისტემები - 11 552 (+34), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1046 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 758 (+2), თვითმფრინავები - 347 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 9235 (+34), ფრთოსანი რაკეტები - 2089 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 15 459 (+63), სპეციალური ტექნიკა - 1905 (+12).