უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 456 050 (+710) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 17.04.24-მდე: ტანკები - 7193 (+4), ჯავშანტექნიკა - 13827 (+18), საარტილერიო სისტემები - 11624 (+15), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1046 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 760 (+1), თვითმფრინავები - 347 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 9279 (+2), ფრთოსანი რაკეტები - 2093 (+1).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 15587 (+24), სპეციალური ტექნიკა - 1910 (+2).