უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 460 260 (+730) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 22.04.24-მდე: ტანკები - 7236 (+7), ჯავშანტექნიკა - 13 904 (+8), საარტილერიო სისტემები - 11 736 (+17), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა - 1046 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები - 768 (+1), თვითმფრინავები - 348 (+0), ვერტმფრენები - 325 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები - 9384 (+5), ფრთოსანი რაკეტები - 2117 (+2).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი - 26 (+0). წყალქვეშა ნავები - 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი - 15 812 (+27), სპეციალური ტექნიკა - 1934 (+8).