თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების 85-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამეთაურო პუნქტს დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

"უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამეთაურო პუნქტების განადგურებას. მორიგი სამიზნე იყო რუსეთის შეიარაღებული ძალების 85-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამეთაურო პუნქტი დონეცკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წინასწარი მონაცემებით, მაღალი სიზუსტის იარაღის გამოყენების შედეგად ლიკვიდირებულია ბრიგადის მეთაური კოდური სახელით: "დნეპრი" და 5 ოპერატიული პერსონალი.

შედეგების შესახებ უფრო დეტალური ინფორმაცია ზუსტდება.