უკრაინა აგრძელებს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების ძიებას მთელს მსოფლიოში. კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა გერმანიიდან დამატებითი IRIS-T სისტემის მისაღებად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი დღე არის "საერთაშორისო მუშაობის ძალიან კარგი შედეგი“, გერმანია უკრაინას დამატებით "პატრიოტს" მიაწვდის, რაზეც დღეს კანცლერ ოლაფ შოლცს შეთანხმდა.

”ჩვენ ასევე ვმუშაობთ გერმანიასთან დამატებით IRIS-T სისტემაზე - ეს ასევე არის ძლიერი საჰაერო თავდაცვა და რაკეტებზე ჩვენი ცის არსებული თავდაცვის სისტემებისთვის.

გერმანიის ლიდერობა ნამდვილად იგრძნობა და ასეთი ხელმძღვანელობის წყალობით ჩვენ შევძლებთ გადავარჩინოთ ათასობით ადამიანის სიცოცხლე და შევძლებთ უკრაინას მეტი დაცვა მივცეთ რუსული ტერორისგან“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უკრაინა არ ჩერდება და აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რომლებსაც ასევე შეუძლიათ დახმარება. კერძოდ, საუბარია ლიეტუვაზე, ჩეხეთზე, რუმინეთზე, პოლონეთზე, უნგრეთზე, შვეიცარიაზე, ლატვიაზე, ნიდერლანდებზე, საბერძნეთზე, პორტუგალიასა და ირლანდიაზე.

"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს კვირებში მივიღოთ შედეგი, ყველა შეხვედრაზე საჰაერო თავდაცვა და ფრონტი არის მთავარი თემა, რომ ჩვენს თავდაცვის ძალებს და თავდაცვის ინდუსტრიულ კომპლექსს ჰქონდეს მეტი შესაძლებლობა", - განაცხადა ზელენსკიმ. 

IRIS-T სისტემა სულ სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ადამიანის მონაწილეობა პროცესში მინიმალურ დონეზეა დაყვანილი. სისტემა რადარის დახმარებით ავტომატურად პოულობს სამიზნეს, გადასცემს სიგნალს გამშვებს და ახდენს მის მყისიერ განადგურებას.

ძირითადი კომპონენტების მახასიათებლები: მულტიფუნქციური რადარი; რადარის მანძილი 250 კილომეტრი,
რადარის სიმაღლის კუთხე 90 გრადუსამდე.

სისტემას ერთდროულად შეუძლია 24 რაკეტის მართვა.

IRIS-T-ის რაკეტები ეფექტურად მოქმედებს ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ, როგორიცაა Kh-101 და 3M-54, არ მოქმედებს ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ.

გერმანული წარმოების ამ ანტისაჰაერო სისტემით შესაძლებელია დასახლებული პუნქტების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სახმელეთო ჯარების დაცვა საჰაერო თავდასხმებისგან. სისტემას შეუძლია დაცვა უზრუნველყოს უწყვეტად გრძელვადიან პერსპექტივაში.

IRIS-T სისტემის პირველი წარმატებული გამოცდა 2014 წელს მოხდა.

გერმანული IRIS-T საჰაერო თავდაცვითი სისტემა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე საჰაერო სისტემად არის მიჩნეული. ის ეფექტურია რუსული ფრთოსანი რაკეტების წინააღმდეგ, რომლებიც სახმელეთო სამიზნეებზე იერიშის მისატანად გამოიყენება.