ბიძინამ ახალი "ტრიუკი" ჩაიფიქრა, მაგრამ არც ჩვენ ვართ გამოუცდელები. ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს.

მისივე თქმით, მეტი ინტენსივობით უნდა გაგრძელდეს ერთობლივი შეტევა ქიმიური იარაღით მოწამვლის თემაზე.

"ბიძინამ ახალი "ტრიუკი" ჩაიფიქრა, მაგრამ არც ჩვენ ვართ გამოუცდელები. ქიმიური იარაღით მოწამვლის საკითხთან გამკლავება „ოცნებას“ აშკარად უჭირს. თან ეს არის თემა, რომელიც სცდება მხოლოდ პროტესტში ჩართულ ადამიანებს და, ბუნებრივია, ყველას აშინებს. შესაბამისად, ივანიშვილმა გადაწყვიტა, მიმართოს პროპაგანდისტულ ხრიკს და პროდუქტის ფასებზე ყალბი გამოძიება წამოიწყო.

* პროდუქტების ფასები ყველას აწუხებს, შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს. თემა კარგადაა შერჩეული.

* პროპაგანდისტული ჩარჩოც მოირგეს: „ბოროტი ბიზნესმენებისგან“ გვიხსნის „მზრუნველი“ მთავრობა. მერე რა, რომ ეს ფასები პირდაპირ და 100%-ით ხელისუფლების მოქმედებების შედეგია (არასწორი მაკროეკონომიკა, საგადასახადო პოლიტიკა, კორუფცია, ინვესტიციების შემცირება, პოლიტიკური კრიზისი, ქვეყნის იზოლაცია, სასამართლოს არარსებობა და ასე შემდეგ). 

* მეტი მომხიბლველობისთვის კი გვთავაზობენ სანახაობას -  ე.წ. საპარლამენტო კომისიას, რომელიც ყოველდღე თითო ბოროტმოქმედს (ბიზნესმენს) გადმოგვიგდებს საჯიჯგნად.

ჩვენთვის ეს მარტივად განჭვრეტადია. ვეღარ მოგვატყუებენ. ამიტომ:

* არ შევყვეთ ფასების გარშემო მათ მიერ შექმნილ ყალბ ნარატივში. დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა გვაღარიბებს. 

* იგივე და მეტი ინტენსივობით გავაგრძელოთ ერთობლივი შეტევა ქიმიური იარაღით მოწამვლის თემაზე. როგორც ჩვენმა კოალიციამ ისე სხვა პარტიებმა, არასამთავრობოებმა და აქტივისტებმა. ბოლომდე! 24/12/2025; რუსთავის ქალთა ციხე", - წერს ელენე ხოშტარია.