ევროპარლამენტი მსგავს რეზოლუციებს ალბათ, მხოლოდ კრემლის და ლუკაშენკოს წინააღმდეგ თუ მიიღებდა. ფაქტობრივად, იბლოკება საქართველოს ევროპული პერსპექტივა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციებს გამოსცემენ, ივანიშვილის დამსახურებაა.

"ევროპარლამენტი მსგავს რეზოლუციებს ალბათ, მხოლოდ კრემლის და ლუკაშენკოს წინააღმდეგ თუ მიიღებდა. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რა შავად არის საქმე ივანიშვილის მეცადინეობით, რომ ფაქტობრივად, იბლოკება საქართველოს ევროპული პერსპექტივა. 

თუ ასე გაგრძელდა, ივანიშვილის დამკვრელური სამარცხვინო ტემპით საქართველოს სვლა რუსეთისკენ, უვიზო მიმოსვლის საკითხიც გადაიხედება, ფინანსურიც და არაერთი სხვა", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.