ვინც გადაწყვეტს, რომ "რუსულ კანონს" მისცეს ხმა მეორედ, მესამედ და შემდეგ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, აი, ამ ადამიანების წინააღმდეგ იქნება პერსონალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ ბრძოლაში. 

"ვინც გადაწყვეტს, რომ "რუსულ კანონს" მისცეს ხმა მეორედ, მესამედ და შემდეგ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო, აი, ამ ადამიანების წინააღმდეგ იქნება პერსონალური პასუხისმგებლობა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირიდან და მათ შორის უნდა გვესმოდეს, რომ ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც აქვს ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, კიდევ არსებობს და ჩვენ ყველამ ჩვენი პოზიციიდან ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა შევასრულოთ მათ შორის "რუსული კანონის" წინააღმდეგ", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.