გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მიმართავს.

მისი თქმით, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა "უცხოელი აგენტების კანონს" ეწინააღმდეგება.

"ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანიის ელჩმა კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება "უცხოელი აგენტების კანონს". გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი. სრული სოლიდარობა ქართველ ხალხს, რომლებიც ევროკავშირის ღირებულებებისთვის დემონსტრაციებს მართავენ", - წერს როთი სოციალურ ქსელში.