ამ ჩაბნელებულ და დაკარგულ სამართალში გვიკვირს, მოსამართლე როგორ ბედავს, შეაჩეროს საქმის წარმოება და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

"ვლადიმერ ხუჭუას გაბედული ნაბიჯი დარჩება ისტორიას. ამ ჩაბნელებულ და დაკარგულ სამართალში გვიკვირს, მოსამართლე როგორ ბედავს, შეაჩეროს საქმის წარმოება და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. მე იმ დანარჩენ მოსამართლეებს, რომლებიც არ არიან კლანის გავლენის ქვეშ, მინდა ვუთხრა - ხომ არის არაჩვეულებრივი, რომ უყურებდე ასეთ მოსამართლეს, მერე რა, რომ ის უმცირესობაშია. მასთან ერთად დგას ძალიან ბევრი ადამიანის იმედი. ასეთი სინათლე ყოველთვის იძლევა იმედს და ბრძოლის ხაზი ყოველთვის ასეთ ადამიანებზე გადის და ასეთ ადამიანებზე", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე საქმის წარმოება კვლავ შეაჩერა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.