საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ საქართველოს მოქალაქეს მისცეს ხმის მიცემის, საკუთარი ქვეყნის ბედის გადაწყვეტის შესაძლებლობა, - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისი თქმით,  ემიგრანტებს სჭირდებათ, რომ საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში მთავარი გადაწყვეტილებები მიიღონ თავად. 

"ემიგრანტებისთვის მოწოდება, რომ დაბრუნდით და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თქვენ საქართველოში დაბრუნდეთ - არავის საქმე არ არის, ემიგრანტები თავად გადაწყვეტენ დაბრუნება უნდათ თუ არ უნდათ, უკეთეს ცხოვრებას აქ აიწყობენ თუ სხვა ქვეყანაში. ემიგრანტებს სჭირდებათ, რომ საკუთარი ქვეყნის ცხოვრებაში მთავარი გადაწყვეტილებები მიიღონ თავად.

მათ ეს უნდა შეეძლოთ, მიუხედავად იმისა, ისინი წასული არიან თუ აქ არიან. მათ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ ხმის მიცემის გზით. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ ამის უზრუნველყოფა კი არ უნდა შეძლოს, არამედ ის ვალდებულია, რომ ეს გააკეთოს. საქართველოს კონსტიტუცია ავალდებულებს მათ, რომ საქართველოს მოქალაქეს მისცეს ხმის მიცემის, საკუთარი ქვეყნის ბედის გადაწყვეტის შესაძლებლობა", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.