ჩვენი პარტიის და სხვების პროგნოზი გამართლდა - ერთიანი სია არ არის ალტერნატიული ფორმულა ივანიშვილის დასამარცხებლად, - ამის შესახებ "ახალის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარტია "ახალისთვის"  მთავარია, რომ არ დაიკარგოს ხმა.

"რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავასრულოთ ბუღალტერიაზე საუბარი,  ვინ ვის უერთდება, არ უერთდება.  აქ ჩანაწერიც გაკეთდა, რომ ყველამ საკუთარი განცხადება საბოლოოდ უნდა მიიღოს და 8 ივლისია ბოლო ვადად. პარტია "ახალისთვის"  მთავარია, რომ არ დაიკარგოს ხმა, ამავე დროს იდენტობა პარტიებს ჰქონდეს და მთავარი - არჩევანი ჰქონდეს ამომრჩეველს ოპოზიციურად განწყობილს. 

ვიცით, რომ მიმდინარეობდა კვლევა ყველა პარტიასთან შეთანხმებული, რომ  გავიგოთ, რა ცნობები მოვა  - ერთიანი სია იმუშავებს თუ არა, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ იმუშავებდა. კვლევის შედეგები მუშავდება, ხვალ - ზეგ ეს ყველასთვის ცნობილი იქნება და  დამკვეთი გადაწყვეტს, გაასაჯაროოს თუ არა. მე მაქვს ინფორმაცია, არ მაქვს უფლება ამის გასაჯაროების. ჩვენი პარტიის და სხვების პროგნოზი გამართლდა - ერთიანი სია არ არის ალტერნატიული ფორმულა ივანიშვილის დასამარცხებლად. 

პარტია "ახალი" იქნება პლატფორმაზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან შედეგს დადებს და ვისთან ერთად ვიქნებით, ვნახავთ. მე მაქვს კომუნიკაცია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლებთან, თუმცა ჩვენ არ გვისაუბრია სიღრმისეულად",  - განაცხადა ნიკა მელიამ.