როდესაც დეპუტატს სცემენ, წიხლებს ურტყამენ, ვფიქრობ, რომ ეს არის ძალადობის წახალისება და ალეკო ელისაშვილს თუ რამე დაემართება ხვალ, არის პერსონალური პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, ვაჟა სირაძემ იცოდა, რომ პარლამენტარის დაკავება არ შეიძლება, მაგრამ ალეკო ელისაშვილი მაინც დააკავეს.

"მინდა, ციტირება მოვახდინო ვაჟა სირაძის მედიასთან, რომელმაც თქვა, რომ ალეკო ელისაშვილს როგორ დავაკავებდით, დეპუტატია და ამის უფლება არ გვაქვს. ვაჟა სირაძემ კარგად იცის, რომ პარლამენტის წევრის დაკავების უფლება არ აქვს, მაგრამ ამის შემდეგ ვნახეთ ცალსახად კადრები, როგორ ურტყამენ წიხლებს ადამიანს, რომელსაც შეიძლება პოლიტიკური გამოხატვა ჰქონდა მძაფრი იმწუთას, მაგრამ ურტყამდნენ წიხლებს, შეათრიეს, მერე არ აკმარეს, ძალით ჩატენეს მანქანაში და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, მართალია, რომ ბრძანებთ, რომ დაველოდოთ გამოძიებას, მაგრამ რატომ არ გაქვთ მტკიცე და ფოლადისებური ხმა, მაშინ, როდესაც დეპუტატს სცემენ, წიხლებს ურტყამენ - მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალადობის წახალისება და ალეკო ელისაშვილს თუ რამე დაემართება ხვალ, არის პერსონალური პასუხისმგებლობა", - განაცხადა თამარ კორძაიამ.