"ალტ-ინფოს" ლიდერის ზურაბ მახარაძის განცხადებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ "ალტ-ინფოს" პარტია - "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო.

"ეს წერილი დაგვახვედრა ცესკომ და გვითხრა, რომ არ დაითვლის ჩვენს მიტანილ 70 000 ხელმოწერას, რადგან რეესტრმა "ქართული იდეის" გაუქმების პროცესიც დაიწყო. ვუყურებ ახლა ამ დოკუმენტს, რომლითაც ოცნება ქართულ იდეას აუქმებს, პარტიას - რომელიც წინა არჩევნებში მონაწილეობას იღებდა და პარალელურად ვკითხულობ ვითომ ეროვნული ფლანგის ხალხის პოსტებს, ვინც ჩვენ სამშობლოს მოღალატედ გვაცხადებენ იმის გამო, რომ ოცნების პარტიულ ღონისძიებაზე არ მივდივართ. ესაა რეალობა.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არჩევნებზე ხალხს ნაცების და ქოცების გარდა კიდევ რამე არჩევანი ჰქონდეს, მაგრამ ხალხმაც უნდა გადაწყვიტოს, საერთოდ უნდა თუ არა ასეთი არჩევანი. თუ გინდა უფლება, მისთვის რამე უნდა გააკეთო", - წერს მახარაძე.