ნებისმიერ ქვეყანაში ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის, სულ მცირე, ევროპაში და საქართველო ევროპაა, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა ევიკა სილინამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს.

"ნებისმიერ ქვეყანაში ძალაუფლება ხალხს ეკუთვნის, სულ მცირე, ევროპაში და საქართველო ევროპაა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს. ჩვენ ყველამ გავიარეთ საბჭოთა დრო და მოვიპოვეთ თავისუფლება, რადგან ხალხმა გადაწყვიტა, ამიტომ ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ გადაწყვეტს ხალხისა და საზოგადოების ნაცვლად. ამიტომ, საზოგადოება თუ იქნება ძლიერი, შეინარჩუნებს ევროპული ფასეულობებისა და დემოკრატიისკენ ორიენტირს, თქვენ გაიმარჯვებთ, ამის მჯერა“, – განაცხადა ევიკა სილინამ.