აქციის მონაწილეების მიერ "ქართული ოცნებისთვის" მიცემული ერთსაათიანი ვადა ამოიწურა, რის შემდეგაც შეკრებილებმა პარლამენტიდან მთავრობის კანცელარიასთან გადანაცვლების გადაწყვეტილება მიიღეს.

"ახლა, ჩვენთან ერთად, მშვიდობიანად, მშვიდად, წყნარად ავიდეთ სახელმწიფო კანცელარიასთან და მოვითხოვოთ, გამოვიდეს პრემიერ-მინისტრი და დაგველაპარაკოს. ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები, მშვიდობიანი დემონსტრანტები, არ აჰყვეს არავინ პროვოკაციას, წავიდეთ, მივიდეთ და მოვითხოვოთ ამ კანონის უკან დაბრუნება და დაკავებულების გათავისუფლება", - მიმართა აქციის მონაწილეებს ლევან ცუცქირიძემ.

აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ დღეს პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.