პოლიტიკური "კოსტაიები" არიან, თან ვითომ ევროპისკენ არიან, თან ჩინელები შემოჰყავთ, თან რუსეთთან ბნელ-ბნელ საქმეებში ხართ გარეული, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მხოლოდ ორი გრძნობით - შიშითა და სიხარბით მოქმედებს.

"მივმართავ "ქართულ ოცნებას" - თქვენ არ გაქვთ გააზრების უნარი. ორი გრძნობით, ორი თვისებით მოქმედებთ,  ან შიში, ან სიხარბე. აქამდე სიხარბით მოქმედებდით, არ გეშინოდათ არაფრის, ახლა შიშით მოქმედებთ - დასანქცირების, ფულის წართმევის, დაქცევის, ამოგდების, ჩაკეტვის, გარიყვის, მოკვეთის და გამზადებული ჰყავთ შვილები, შვილიშვილები, საზღვარგარეთ უნდათ იმათ, რომ ისწავლონ და უცებ გეტყვიან უარს, იტყვიან ბავშვი რა შუაშია - ომია, ან იქით ხარ ან აქეთ. პოლიტიკური "კოსტაიები" არიან, თან ვითომ ევროპისკენ არიან, თან ჩინელები შემოჰყავთ, თან რუსეთთან ბნელ-ბნელ საქმეებში ხართ გარეული", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.