საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მესამე სამიტი 5-6 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჩატარდება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი სამიტზე მრგვალი მაგიდის ფორმატში დაგეგმილ თემატურ დისკუსიებში მიიღებს მონაწილეობას და სამიტის ფარგლებში ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს.

ირაკლი ღარიბაშვილი გრანადაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.