ივანიშვილი ძალიან მძიმე დაასრულებს, "ოცნება“ კი გაქრება, როგორც გაქრა ყველა სახელისუფლებო პარტია ამ ქვეყანაში,“ოცნებაც“ აღარ იარსებებს, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი დაკარგავს ყველაფერს, არა მხოლოდ ძალაუფლებას, არამედ თავისუფლებასაც.

"ივანიშვილი ძალიან მძიმე დაასრულებს, „ოცნება“ კი გაქრება, როგორც გაქრა ყველა სახელისუფლებო პარტია ამ ქვეყანაში და “ოცნებაც“ აღარ იარსებებს, როცა ხელისუფლებაში აღარ იქნებიან. ივანიშვილი ძალიან მძიმედ დაასრულებს, თავის რამდენიმე მინიონთან ერთად, რომლებიც საკუთარ თავს რაღაც სახელებს ეძახიან - პრემიერ-მინისტრებს და პარლამენტის თავმჯდომარეებს, იმიტომ რომ არსებობს კანონზომიერებები, რომლებსაც, სამწუხაროდ, ვერ ასცდებიან. ვფიქრობ, რომ ის დაკარგავს ყველაფერს, არა მხოლოდ ძალაუფლებას, არამედ თავისუფლებასაც. ის ადამიანები, “ოცნების“ მაღალჩინოსნები, რომლებიც საპატიმროში არიან, არ იქნებიან ბოლონი, ვინც ციხეში აღმოჩნდებიან. ისინი ახლა დგანან ან ყველაფერი, ან არაფრის გზაზე, ხოლო როდესაც ასეთ გზაზე დგახარ, მერე გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი, მათ შორის შენი თავისუფლება", - განაცხადა ხიდაშელმა.