დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი წერს.

"საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!

დღეს ჩვენ, ყველა ქართველი, ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით, ანუ საქართველოში ევროპულად, ე.ი. დაცულად, მშვიდად და უზრუნველყოფილად ცხოვრების გავლენის აგენტები გამოვდივართ. ასე ვფიქრობთ პრაქტიკულად მთელი ერთი - 95%-მდე ქართველი.

და საერთოდ რა შუაშია "ოცნება?!" ხელისუფლება არაფერ შუაშია, რადგან ამ ქმედებებით ის პოლიტიკურ ოფსაიდშია, რაც 2024 წლის არჩევნებში გარდაუვალად გაფორმდება!" - წერს ოქრიაშვილი.