ლატვიამ "ქართული ოცნების" დეპუტატ ბექა ოდიშარიას საპატიო კონსულის წოდება ჩამოართვა. ინფორმაცია ამის შესახებ "ფორმულას" ლატვიის საელჩოში დაუდასტურეს. ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული 2013 წელს გახდა.

ოდიშარიასთვის საპატიო კონსულის წოდების ჩამორთმევაზე 4 აპრილს ლატვიის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რიჰარდ კოლსმა ისაუბრა. სოციალურ ქსელ X-ში ის ბექა ოდიშარიას მიერ ქალი დეპუტატების მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ განცხადებას გამოეხმაურა.

3 აპრილს ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში კვოტირების განხილვისას ოპოზიციონერი დეპუტატები შეურაცხმყოფელი, მიზოგინური რეპლიკით მოიხსენია და მათ "მოუტ*ვნელი ქალები" უწოდა. ამ დროს ოდიშარია სიტყვით არ გამოდიოდა, თუმცა დარბაზში იმყოფებოდა.

"დედა მოვტ*ან თქვენი, მოუტ*ვნელი დედაკაცების ჯოგი. ეს არის მოუტ*ვნელი ქალების სინდრომი, მოუტ*ვნელის", - თქვა ოდიშარიამ პარლამენტში.

თვითონ დეპუტატი ამბობს, რომ მისი სიტყვები კონკრეტულად არავის მიმართ არ იყო მიმართული.