საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ივანიშვილის გამო არ მონაწილეობს მშვიდობისა და კეთილდღეობის ალიანსში, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული და რუსული მმართველობა ქვეყანას ძვირი დაუჯდა და კიდევ უფრო მეტი დაუჯდება.

"ივანიშვილის მიტაცებულ ქვეყანაში ნამდვილად არსებობს შავი უფსკრულები, თუნდაც ოფშორების შესახებ კანონი, საიდანაც მან 400 მილიონი მოჰპარა ქვეყანას, ასევე არსებობს ძალიან სერიოზული ფულის გათეთრების საფრთხე, ამიტომ საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ივანიშვილის გამო არ მონაწილეობს მშვიდობისა და კეთილდღეობის ალიანსში და მონაწილეობს მხოლოდ ომის რეჟიმში, ამიტომ არის, რომ ოლიგარქიული, კლეპტოკრატიული და რუსული მმართველობა ქვეყანას ძვირი დაუჯდა და კიდევ უფრო მეტი დაუჯდება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.