“ოცნების” გადაწყვეტილება, რომ აკრძალოს პარტიები, ეს არის დიდი შიშის გამოვლინება. მათ ეშინიათ ოპოზიციის, ჩვენი მხარდამჭერების ძალის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

"ადამიანებს ერთმანეთთან აქვთ საქმიანი კითხვები, მათ აქვთ პოლიტიკური განცხადების გაკეთების უფლება. იმის მაგივრად, რომ პრაქტიკულ პასუხებს ვისმენდეთ და დებატებში გვისხდებოდნენ, შეურაცხმყოფელ განცხადებებს არ უნდა ვისმენდეთ. სწორედ ეს აჩვენებს, ვისკენ არის სიმართლე, იმის მაგივრად, რომ ადამიანს გასცე საქმიანი პასუხი და დებატებში დაუჯდე, მას და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებს შეურაცხყოფას აყენებენ.

რაც შეეხება “ოცნების” გადაწყვეტილებას, რომ აკრძალოს პარტიები, ეს არის დიდი შიშის გამოვლინება. მათ ეშინიათ ოპოზიციის, ჩვენი მხარდამჭერების ძალის. ჩვენთვის ბრძოლის გაგრძელებაა მთავარი, ადამიანების მობილიზება, კორუფციის მხილება, რეჟიმის მსხვერპლთა გვერდში დგომაა მთავარი.

პარტიების აკრძალვა საერთაშორისო მასშტაბით ქვეყნის ოფიციალური დახურვა იქნება. ამ გადაწყვეტილებით კრძალავენ ჩვენს მომხრეებს, ეს ცინიზმია. წინააღმდეგობით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ პოლიტიკა დაბრუნდეს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.