29 აპრილის აქცია არის რუსული მარში რუსული კანონის დასაცავად, რომელსაც ხელისუფლება ატარებს იმ ადგილას, რომელიც იყო დამოუკიდებლობის და დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული და თავისუფალი საქართველოს სიმბოლო, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის, რასაც "ოცნება" აკეთებს, არის მკრეხელობა.

"ბიძინა ივანიშვილს რაც უნდა, ეს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები დააპირისპიროს, ეს უნდა რუსეთს პირველ რიგში, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან ძალიან აზრიანები, ჭკვიანები. ამიტომ, ჩვენ, მათაც და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა, ივანიშვილის რუსული მმართველობა არ გვჭირდება და არ გვინდა, გათვითცნობიერებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად ფრთხილები უნდა ვიყოთ. ასევე შემიძლია, გითხრათ, თუ ვინმეს უნდა დაპირისპირება, ეს არის ივანიშვილი. აქცია იქნება ყოველდღე. რაც შეეხება 29 აპრილის აქციას, ეს არის რუსული მარში რუსული კანონის დასაცავად, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ ხელისუფლება ატარებს იმ ადგილას, რომელიც იყო დამოუკიდებლობის და დამოუკიდებელი საქართველოს სუვერენული და თავისუფალი საქართველოს სიმბოლო. ამიტომ, ეს არის ყველაზე უფრო მკრეხელობა, რომელსაც აიძულებენ მათ შორის ადმინისტრაციულ რესურსს", – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.