"ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

"ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება. 
ვერ ვიქნებით ევროპა, თუ ქვეყანაში იქნება მიღებული რუსული კანონი. 

ეს ყველაფერი, უკვე ყველას გვეხება, მიუხედავად იმისა, გვაინტერესებს და ვერევით პოლიტიკაში თუ არა, არჩევანი ჩვენზეა და ეს არჩევანი მკაფიოდ დაფიქსირდება", - წერს მელიამ.

ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომელიც "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს ეხება.  რეზოლუციის თანახმად, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ აღნიშნული კანონი სამართლებრივ დღის წესრიგშია. დოკუმენტში საუბარი ასევე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასა და უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე.