მშვიდობიანი რევოლუცია არ არის ახალი და არაკონსტიტუციური ხილი, რომელსაც არ ცნობს საერთაშორისო სამართალი, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერს მასშტაბური აქციის გამართვა არის აუცილებელიც და მნიშვნელოვანიც.

"4 ოქტომბერს მასშტაბური აქციის გამართვა არის აუცილებელიც და მნიშვნელოვანიც. ჩვენ ყველანი აუცილებლად შევუერთდებით 4 ოქტომბრის დემონსტრაციას  იმიტომ, რომ ქართველი ხალხის ბრძოლა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ უნდა დასრულდეს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟით. 

ყველა აქციის მიზანი უნდა იყოს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი და არა უბრალოდ შეკრება.

მშვიდობიანი რევოლუცია არ არის ახალი და  არაკონსტიტუციური ხილი, რომელსაც არ ცნობს საერთაშორისო სამართალი. ეს უფლება არის საერთაშორისო სამართლით გარანტირებული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.