სამოქალაქო საზოგადოება დემოკრატიის გადამწყვეტი კომპონენტია, ყველაფერი, რაც აფერხებს მისი მუშაობის შესაძლებლობას, არის ის, რის გამოც ვიქნებოდით შეშფოთებულები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა განუცხადა.

"დიდი ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი. მე ვერ ვისაუბრებ მათი სახელით, თუმცა ვიტყვი, რომ ევროკავშირიდან ჩემმა კოლეგამ, პაველ ჰერჩინსკიმ, ასევე შარლ მიშელმა მკაფიოდ განაცხადეს საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის ამ კანონის მნიშვნელობის შესახებ. რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, დიდი ბრიტანეთი არის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძალიან ძლიერი მხარდამჭერი მთელ მსოფლიოში.

ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება არის ნებისმიერი თანამედროვე დემოკრატიის გადამწყვეტი კომპონენტი. ასე რომ, ყველაფერი, რაც ანადგურებს, ზღუდავს ან აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის შესაძლებლობას, არის ის, რის გამოც ჩვენ ვიქნებოდით უკიდურესად შეშფოთებულები“, – განაცხადა მარკ კლეიტონმა.