ახმეტის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

ალვანი-ბაბანეურის საავტომობილო გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

ერთ-ერთი დაშავებულის, 25 წლის მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა. მიმდინარეობს გამოძიება.