სენაკი-ნოსირის მონაკვეთზე ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა.

დაშავებულები სენაკისა და ქუთაისის კლინიკებში გადაიყვანეს.

შეჯახების სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.